მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საბერძნეთში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების საყურადღებოდ გვსურს განვაცხადოთ რომ , რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოსა და საბერძნეთს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა და თითქოს უკვე შესაძლებელია აღიარებისა და გაცვლისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა შესაბამის უწყებებში არის რბილად რომ ვთქვათ წინსწრებად გაკეთებული განცხადებები.
საერთაშორისო მოძრაობა "ემიგრანტები დემოკრატიულისაქართველოსათვის" - დამფუძნებელი გიორგი ოკრიბელაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს და ემიგრანტებს მიმართავს : ,,ყველამ კარგად დაინახეთ რომ მთელი საარჩევნო პერიოდი ვიყავი ჩუმად და არ ვცდილობდი ვინმესათვის ჩემი შეხედულება მომეხვია თავს. მინდოდა ყველა ჩემს მეგობარს მიეღო ის გადაწყვეტილება ამ არჩევნებში რასაც გული ეტყოდა. მაგრა დღეს სიჩუმე ისეთივე...
გიორგი მღებრიშვილი ,,ფეისბუქის“ საზოგადოება კარგად იცნობს. მოკლე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მის ვიდეოებს ძალიან ბევრი ნახვა, გაზიარება, ლაიქი და კომენტარი აქვს. პოზიტიური, მხიარული და მიზანდასახულია. ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს და აპირებს, იქ გააგრძელოს საქართველოს სახელით მოღვაწეობა. გარდა იმისა, რომ კარგი იუმორი აქვს, კარგადაც მღერის ბედი ესპანურ ,,ვოისში“ სცადა და საუკეთესო...
მიმდინარე წლის 27-28 მაისს, თბილისში , ქართული დიასპორის ფორუმი "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფორუმი გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, რომელიც მთელი ფორუმის მანძილზე უძღვებოდა მას.
დიასპორის ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული იყვნენ...
27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს პარლამენტში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ძირითადი ფუნქციები და საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.
✪ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებისა და მათი ერთიან ეროვნულ სივრცეში ინტეგრაციის...
ქართველ ებრაელთა სათვისტომო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ისრაელიდან ჩამოსულ პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
სათვისტომო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ანტისემიტურსა და დისკრიმინაციულს უწოდებს.
„ჩვენ, ქართველი ებრაელები, აღშფოთებულები ვართ და ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ. სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, მოშე გლუკჰაფტს, არამედ...
ბელგიის და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში სოლიდარობის აქციის ჩატება დაანონსეს , ორგანიზატორები განცხადებაში აღნინავენ: ,, ჩვენი თანამემამულეების ერთად გვერდში დგომით, კვირას 2 საათზე, ბრიუსელში, ლუქსემბურგის მოედანზე გაიმართება, ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მხარდასაჭერი აქცია, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ბელგიაში მცხოვრებო ქართველებო გთხოვთ შემოგვიერთდით, ნუ დარჩებით სახლებში, დღეს ჩვენი ქვეყნის და მისი...
საქართველოს საელჩო საფრანგეთში აცხადებს კონკურსს სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველთათვის. საბოლოო შერჩევამდე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. ძირითადი მოთხოვნა, ქართული და ფრანგული ენების სრულყოფილი ფლობა, ინფორმაციის ორივე ენაზე თარგმნისა და კორექტირებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
სტაჟირებისთვის :
1. განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; (იხილეთ მიმაგრებული ფაილი ამავე გვერდზე)
2. ავტობიოგრაფია;
3. დიპლომის ასლი/საზღვარგარეთ უმაღლეს...
საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მუხრან გულაღაშვილის განცხადებით ,, საელჩოებს დავალებული აქვთ რეგულარულად შეხვდენენ დიასპორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, რათა შემდგომში მოხდეს მათი განზოგადება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება."
,, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს,...
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის...

































