ქართველი პროდიუსერი გავლენიანმა გამოცემამ Variety 2018 წლის 10 წარმატებულ პროდიუსერს შორის ქართველი, ლაშა ხალვაშიც დაასახელა ფილმებისთვის "საშიში დედა" და "ჰორიზონტი".
ამავე სიაში მოხვდა ჯოსი ამნამარა ფილმისთვის - I, Tonya, კრისტოფერ ლემონი ფილმისთვის - Mudbound, რეიჩელ სონგი ფილმისთვის - A Kid Like Jake და სხვები.
Variety ნომინანტ პროდიუსერებს კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვებენ.
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს, რის გამოც კანონპროექტის ინიციატორებიდან საკუთარი ხელმოწერის ბათილად ცნობას ითხოვს.
აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა, რომლის ერთ-ერთ ავტორად, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად, ზვიად კვაჭანტირაძეც იყო მითითებული.
პირველ არხთან საუბარში კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ პროექტი უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე...
საქართველოს მოქალაქეები დღესაც, ისევე როგორც უკანსკნელი 20 წლის განმავლობაში, არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების, სოციალური მდგომარეობის და უმუშევრობის გამო მასიურად ტოვებენ ქვეყანას ოჯახების გადასარჩენად და მძიმე შრომით მოპოვებული ფინანსური სახსრებით მთელ ქვეყანას ასულდგმულებენ.
ემიგრანტების უფლებების დაცვა, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქის შრომით უფლებებზე ზრუნვა პროფკავშირების საქმიანობის პრიორიტეტია. გაერთიანებას ამ მიმართულებით...
საქართველოში დასაქმებული უცხოელების რაოდენობა ერთ წელიწადში 17%-ით გაიზარდა. 2017 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 17 330 არარეზიდენტი პირი მუშაობდა და მათი უმეტესობა, დაახლოებით 47% მცირე საწარმოებში იყო დასაქმებული.
ეს არის ეკონომიკის სამინისტროს კვლევის შედეგები, რომელიც საწარმოებში გამოკითხვის შედეგად ჩატარდა და რომელიც სავარაუდოდ, სრულ სურათს ვერ ასახავს. სრული სურათისთვის „ბიზნესპრესნიუსმა“ მონაცემები ჯერ...
ემიგრანტების მხრიდან ხშირად ისმის უკმაყოფილება საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და განსაკუთრებით საკონსულო სამსახურის თანამშრომელთა მიმართ. ხშირ შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალქეების პრეტენზიები რეალობასთან ახლოსაა ხშირად კი კონსულის და ზოგადად საკონსულოს თანამშრომელთა უფლება - მოვალეობებს სცილდება. რა ევალება უცხოეთში საქართველოს სახელმწიფოს მიერ წარგზავნილ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დასაქმებულ და...
თურქეთი საქართველოს მთავრობას სამხედრო მიზნებისთვის 5 500 000 ლირა(დაახლ. $1 350 000) გამოუყო. შესაბამის შეთანხმებას ხელი 2017 წლის ბოლოს მოეწერა, ბიუროს სხდომაზე კი 18 აპრილს განიხილეს.
დოკუმენტის მიხედვით, ახლახან გამოყოფილი თანხის ნაწილი – 4 500 000 ლირა და მანამდე სამხედრო გრანტის შესაბამისად გამოყოფილი, თუმცა გამოუყენებელი $3 883 382 ქართულმა მხარემ...
ქ.ნიუ-იორკი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარგო ვალმსტრომთან. მინისტრების შეხვედრა გაერო-ში გენერალური ასამბლეის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
მიხეილ ჯანელიძემ და მარგო ვალსტრომმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, განსაკუთრებით წარმატებულად შეფასდა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად რაც საქართველოს...
ბრიუსელი -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაოსაქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან,პარასკევი მიხუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ევროკომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეუფერხებლად უზრუნველყოფის კუთხით.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი მრავალწლიანი ძალისხმევისა და განხორციელებული რეფორმების შედეგია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს...
საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი იურისტის და არასამთავრობო ორგანიზაცია AFG -ს აღმასრულებელი დირექტორის ნუგზარ სულაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 22 აპრილს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, ხმა მისცა იმიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონპროექტს.
ახალი კანონით შემცირდა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა დოსიეს განხილვის ვადა და 11 თვის ნაცვლად განისაზღვრა 6 თვე. ცვლილებები შეეხო ასევე ქვეყნიდან გაძევების...
,, ამა წლის 17 მაისს ქ. ბარიში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით და ასოციაცია A.I.S. და მასთან არსებული ბარის ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებით ეწყობა შეხვედრა ბატონ გიორგი კეკელიძესთან და საქართვლოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან. პირველ რიგში ავღნიშნავთ რომ ამ შეხვედრის მიზანია ქ. ბარიში ქართული ბიბლიოთეკის მხარდაჭერა რომელიც ასოციაციის და...

































