საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში პატივი მიაგო ქართული წარმოშობის მეცნიერის, ქ.სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის მიშელ მუსხელის (1903-1964) ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გამოჩენილი მეცნიერის საფლავი. აღსანიშნავია, რომ მიშელ მუსხელი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ერთიანი ევროპის იდეას ჩაუყარა საფუძველი. საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპის საბჭოსთან საქართველოს...
საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში გახსნილი ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობობაში იფუნქციონირებს. სკოლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით აღიჭურვა, მოეწყო სასწავლო კლასი, მიეწოდა შესაბამისი საგანმანათლებო და შემეცნებითი ლიტერატურა. საკვირაო სკოლის ფარგლებში სხვა აქტივობებთან ერთად დაგეგმილია კულტურული ღონისძიებების...
23 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა პოლიტიკის დოკუმენტზე, რომლის მიზანია იმის გაანალიზება - რამდენად დგას საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე და რამდენად სამართლიან შეფასებას ეყრდნობა სტატისტიკა, რომელსაც ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ჯგუფები შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების პირობად ასახელებენ. მთავარი...
მომავალი საპენსიო რეფორმა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევამდე, საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობის პერიოდში, პენსიის სავალდებულო დაგროვებას მოიაზრებს… რეფორმის პროექტი ემიგრანტების მიერ პენსიის სავალდებულო დაგროვებას არ მოიცავს, რადგან ემიგრანტები საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწევიან თავიანთ საქმიანობას, მათი შემოსავლის დაბეგვრა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული,საყურადღებოა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მათ უფლება აქვთ...
დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით 2018 წლის 26 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით, ქ. ორჰუსში გაიმართება საქართველოს საელჩოსა და დანიის პლაკატების მუზეუმის ერთობლივი გამოფენა "ქართული ანბანი და ქართული აფიშები", ხოლო გამოფენა მიეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. გამოფენის ნაწილი დაეთმობა ქართული დამწერლობის სამ სახეობას და მის ისტორიას, ხოლო...
პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის ეკონომიკის სკოლის საგარეო ურთიერთობათა კლუბის ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა ღონისძიება - Action Diplomacy, რომელშიც პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის 18-მა წარმატებულმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩის ილია დარჩიაშვილის ლექცია, თემაზე - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური...
2018 წლის 16 აპრილს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს შეხვედრაზე საქართველო არჩეულ იქნა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს (Executive Board of UN-WOMEN) წევრად 2019-2021 წლების ვადით. საბჭოს წევრთა არჩევნებში რეგიონული პრინციპის მიხედვით გათვალისწინებული იყო 17 ადგილი.
საქართველო აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური...
ანკარის მუსიკის ფესტივალისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ ანკარაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტმა წარმატებით ჩაიარა.
კონცერტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა, მიღება და ქართული ღვინის დეგუსტაცია (vin d’honneur).
კონცერტს დაესწრნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი...
18 აპრილს, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა მინსკში მყოფ ქართველ კლინიკურ ორდინატორებთან. შეხვედრისას ელჩი გაეცნო ორდინატორების სწავლისა და პრაქტიკის გავლის პროცესს ბელარუსის სხვადასხვა უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, დაინტერესდა მათი ბინადრობის პირობებით. ორდინატორებმა ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია ბელარუსში კლინიკურ ორდინატურაზე მოქმედ პროგრამებთან და კურსებთან დაკავშირებით,...
21აპრილს ათენში სომხური ახალგაზრდული ასოციაციის მიერ სინდაღმის მოედანზე მოეწყო საინფორმაციო გამოფენა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე სომეხთა მასობრივ მკვლელობებს ასახავდა ოსმალეთის იმპერიის სამხედრო ნაწილების მიერ. საგამოფენო სივრცის მოწყობის მიზანს სომხური ახალგაზრდული ორგანიზაციის მხრიდან წარმოადგენდა 1915 წელს მომხდარი არაჰუმანური ფაქტის, როგორც თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდის პოპულარიზაცია.
აღნიშნულ გამოფენა-აქციაზე წარმოდგენილი იყო...