საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის (EACD) მონაწილეებს უმასპინძლეს, რომლის სლოგანიცაა "ერთად უფრო ძლიერები ვართ".
https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/957924507709156/?t=10
ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის თბილისში ჩატარების მიზანია ბავშვთა ასაკში შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი მდგომარეობის შესახებ ინტერესის გაზრდა; ხელი შეუწყოს ადგილობრივი მეცნიერებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების ცოდნის გაფართოებას; ახალი კვლევებისთვის იდეების...
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ფართომასშტაბური ღონისძიებებით აღვნიშნეთ! ვულოცავ სრულიად საქართველოს აშშ-ში ქართველი მუსიკოსების ტრიუმფალურ წარმატებას!
კონცერტები და საზეიმო მიღება გაიმართა 23 მაისს, ვაშინგტონის „მშვიდობის ინსტიტუტში“ (US Institute of Peace) და 24 მაისს ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინის ECOSOC-ის პალატაში. გიორგი მიქაძის პროექტმა „Georgian Overtones“ აშშ-ში საქართველოს...
მაგი, რომელიც ოლივერ უორდროპს(1864–1948) საქართველოს წინაშე მიუძღვის, ნებისმიერ ქართველს მადლიერების უსაზღვრო გრძნობას უჩენს. ქართველი ხალხის მეხსიერებაში ამ გამოჩენილი დიპლომატისა და მთარგმნელის, ჩვენი ქვეყნის გულითადი ქომაგის სახელი ამიერიდან კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდება მასზე შექმნილი წიგნებით, მისთვის დადგმული ძეგლით, ასევე თბილისში მისი სახელობის სკვერისა და ქუჩის არსებობით.
1919 წლის ივლისში ბრიტანეთის საგარეო...
სირიაში რუსეთის მიერ მანიპულირებადი ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის - აფხაზეთსა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობის აღიარება არის ასადის მხრიდან საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
https://twitter.com/JanelidzeMkh/status/1001415340390277120
უნიკალური ფოტო ლევილის არქივებიდან! დაზიანებული ფოტო, რომელიც სულ ახლახანს იქნა აღდგენილი სპეციალური პროგრამებით.
პირველი ქართველი ჯაშუში ქალი იზოლდა (ალექსანდრა) კვეტენაძე.
მას ცივი ომის პერიოდში ქართველ მატა ჰარისაც უწოდებდნენ...
მისი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფრია ცნობილი, მხოლოდ რამდენიმე ფოტოა შემორჩენილი.
1921 წელს ის გაგრის კომენდანტის გენერალ თამილა აყაშვილის გვერდით იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. საბჭოთა ოკუპაციის...
საქართველომ უკვე დაიწყო პროცედურები სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი...
ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის , ამ სახელწოდებით თბილისში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართა
- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს სთხოვა...
საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლები სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან იმყოფებიან.
როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი Facebook Live-ის მეშვეობით ყვება, 70-მდე ადამიანი საქართველოში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ჩამოვიდა.
https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/10156499327087360/?t=5
სათვისტომოს წარმომადგენლები რუსულ ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან. მათ ხელში უჭირავთ როგორც პირველი რესპუბლიკის დროინდელი, ისე თანამედროვე დროშები.
აღსანიშნავია, რომ ემიგრანტები ერგნეთში ჩასვლამდე ხურვალეთში იმყოფებოდნენ, სადაც...
https://www.youtube.com/watch?v=oDh_c5qf9bc
ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა, იგი იტალიაში საცხოვრებლად დედასთან ერთად ექვსი წლისა გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და საქმიანობს. ლუკა ევროპაში საკმაოდ ცნობილი მომღერალია, რომლის კლიპები სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
იხილეთ ინტერვიუ:
https://www.facebook.com/1stchannel/videos/1981559142173236/?t=297

































