უცხოეთში დასაქმების მსურველთათვის საქართველოში სპეციალური ბაზა შეიქმნება. ამის შესახებ kvirispalitra.ge-სთან საუბრისას, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განაცხადა. კერძოდ, მისი თქმით, მუშაობენ ერთიანი ბაზის ჩამოყალიბებაზე, სადაც ყველა მსურველის მონაცემები მოთავსდება, რომ უცხოელმა დამქირავებელმა იპოვოს, წაიყვანოს და დაასაქმოს. „ჯერ მხოლოდ მესამე წელია ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის პროექტი დაიწყო. უშუალოდ...
6 მაისს, კვირას , დილის 10 სთ-დან "თვისტომის" სამედიცინო ჯგუფი 40 წლის ზემოთ ქალებისათვის ატარებს მორიგ უფასო მამოგრაფიას .გამოკვლევები ტარდება ამერიკული ორგანიზაცია Women's Outreach Network-თან თანამშრომლობით.პროგრამა ხორციელდება ასოციაციის მიერ 2004 წლიდან ყოველ 2-3 თვეში ეთხელ .ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობის პროცესიც უ ფ ა...
საქართველო-უკრაინის დიასპოროული ორგანიზაცია, მხარს უჭერს საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეების მოთხოვნას საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის არათანაბარ საფასურთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფო სერვისი ჩვენს მოქალაქეებს მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად უნდა გაეწიოს თანაბარი პირობებით და წესით.მიგვაჩნია, რომ სახეზე გვაქვს დისკრიმინაციული მიდგომა, რომელიც თავის მხრივ სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს...
ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამართულ კონცერტზე დაუკრავს. მსოფლიოში აღიარებული 38 წლის ქართველი მუსიკოსი სოლისტის რანგში მიიწვიეს და ის სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ნობელიის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე საკონცერტო საღამოს კარინა კანელაკისი უდირიჟორებს.
ჯორჯთაუნის პროფესორის და წარსულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილის ელჩ ჯონ ჰეფერნის მოწვევით, საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს, უკრაინისა და რეგიონალურ გეოპოლიტიკაზე ისაუბრეს ჯორჯთაუნი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ამ თემაზე გამართულ ლექციაზე.
ქართული კულტურის დღეები პეზაროში.  Le giornate culturali georgiane a Pesaro. საქართველო საელჩოს, პეზაროს მერიისა და პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11-18 აპრილს ქალაქ პეზაროში გაიმართება ქართული კულტურის დღეები. ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში ტარდება და რამდენიმე კულტურულ ღონისძიებას მოიცავს. 11 აპრილი - 16.00 -19.00 -...
ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომ ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას და ვამდიდრებთ, როგორც - ებრაულ, ისე ქართულ კულტურას. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე...
სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის სახელით. გვსურს გამოვეხმაუროთ ინიციატივას და ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქის პასპორტზე ერთიანი ტარიფის დაწესების მოთხოვნაზე. მიგვაჩნია, რომ საქმე გვაქვს მოქმედ კანონმდებლობაში ხარვეზთან, რომელიც განაპირობებს დისკრიმინაციულ მიდგომას, კერძოდ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის საზღაურთან მიმართებით, რომელიც არსებითად განსხვავებულ პირობებში აყენებს საქართველოში მცხოვრებ პირებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულებს. ვფიქრობთ...
27 მაისს დიასპორის დღე აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც, 27-28 მაისს დიასპორის ფორუმი გაიმართება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, 100 წლის საიუბილეო თარიღს საზეიმოდ აღნიშნავს ქართული დიასპორა საზღვარგარეთ, სადაც დიასპორული ორგანიზაციებისა და...
19 აპრილს Peter Oehlmann-ის ფოტოგამოფენის "Georgien - Wege und Bilder" ფარგლებში ქართველი მწერლის იუნონა გურულის ლიტერატურული საღამო გაიმართება.   მოგახსენებთ რომ მალე მწერლის გერმანულ ენაზე წიგნი გამოვა: "Wenn es nur Licht gäbe, bevor es dunkel wird" (სინათლე მაინც იყოს, სანამ დაბნელდება" ) მისამართი : Fotogalerie Friedrichshain  |  Helsingforser Platz 10243 Berlin  დამათებითი ინფორმაციისთვის :fotogalerie@kulturring.org  | +49 30...