2018 წლის 1 თებერვალს ქ. ბრიუსელში საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გონაძის შეხვედრა ბელგიაში არსებული დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, თეატრალური დასების და ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა დიასპორის წინაშე მდგარი პრობლემები, მათი გადაჭრის მექანიზმები ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
2018 წლის 10 თებერვალს დილის 10:00 საათზე პირველად ქალაქ ბარიში ფუნქციონირებას იწყებს საკვირაო სკოლა ქართველი ემიგრანტი ბავშვებისათვის. საკვირაო სკოლის მიზანია მომავალ თაობაში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ქართული კულტურის პოპულარიზაცია; ასევე, ქართველი ემიგრანტები ბავშვების ინტეგრაციის ხელშეწყობა იტალიურ საზოგადოებაში. გაკვეთილების პროგრამა მოიცავს შემდეგს, ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია. ასევე ვამატებთ როგორც...
“უკვე 2 წელია, იტალიაში ვარ და ქართული არაფერი მომნატრებია. აქ თითოეულ ჩვენგანს ისეთ ადამიანურ პირობებში უწევს ცხოვრება, რომ თუ თავში ტვინი გაქვს, საქართველოში დაბრუნებაზე არც იოცნებებ. მხოლოდ ეგ არის, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები მენატრება, თორემ სამშობლოსკენ ალბათ, არასდროს გავიხედავდი. ადამიანისთვის სამშობლო ისეთი ადგილი უნდა იყოს, სადაც არსებობისთვის გამუდმებით ბრძოლა...
დღეს გერმანიაში მიგრანტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ასობით ადამიანი ქუჩებში მხოლოდ ერთი მოთხოვნით გამოვიდა - ისინი გერმანიასა და ევროპაში დევნილებთან მიმართებაში სიძულვილის ტალღის შეჩერებას ითხოვენ. მომიტინგეები აცხადებენ, რომ მიგრანტები ულტრანაციონალისტური ჯგუფების მხრიდან ხშირად ხდებიან ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. ისინი ამბობენ, რომ გერმანიაში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ და ანგელა მერკელს ქმედითი ზომებისკენ...
ტურნირზე საქართველოს სახელით იუნიორთა შორის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი ასპარეზობდა. ფიგურულ მოციგურავეთა შორის საერთაშორისო ტურნირ „მენტორ ტორუნ 2018"-ში   საქართველოს სახელით იუნიორთა შორის მოასპარეზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა პირველი ადგილიუ დაიკავა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ ტურნირი პოლონეთის ქალაქ ტორუნში 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა ქართველ მოციგურავეთა წყვილმა უკრაინელ მეტოქეებს...
საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვას ევროკავშირი არ აპირებს, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თავშესაფრის მაძიებელთა მხარდაჭერის ევროპის ბიუროს (EASO) მონაცემების მიხედვით, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საქართველოდან 2017 წელს 35%-ით გაიზარდა. „კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა მოქალაქეს, რომ ეს არის 90-დღიანი ვიზიტისთვის განსაზღვრული უვიზო მიმოსვლა და...
საზღვარგარეთ ემიგრანტების რაოდენობა არ მცირდება. ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველი ემიგრანტები საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან. „პრაიმტაიმის“ ემიგრანტის დღიურების რუბრიკის სტუმარია ქართველი ემიგრანტი 26 წლის ნათია სალაძე. - მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებ და რა მიზეზით წახვედით საზღვარგარეთ?  - მე ვარ ნათია სალაძე 26 წლის,  ხარაგაულის რაიონ სოფელ ვარძიიდან....
გეპატიჟებით დათუნა მგელაძის სოლო კონცერტზე,სადაც სპეციალური მოწვევით წარსდგება ნინო ჩხეიძე . 11 მარტი - საბერძნეთი - ქალაქი ათენი "ΚΟΜΒΟΣ Athens Live Stage    λιοσιων 325 🕧დასაწყისი : 15:00 ბილეთის ფასი 25€  კონცერტს დაესწრება "ნანუკას შოუ" დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 📱6945509952 📱6992570777 ორგანიზტორები: Evangelos Retoulis & Nuci ბილეთებიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი გადაერიცხება ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებულ 3 წლის თუთას !
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს...
CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ის აზრით, ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ამავე კვლევით, 19% ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას დასავლეთთან, 10% მიიჩნევს, რომ გაიზრდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი, 10%-ის აზრით, საქართველო მეტად იქნება დაცული საგარეო საფრთხეებისგან, 6%-ის თქმით, მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება...