საბერძნეთი თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში 2 ათას ევროს გადაუხდის. ამის შესახებ საბერძნეთის მიგრაციის და თავშესაფრის საინფორმაციო ცენტრი აცხადებს. პროგრამა რომელიც მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება, პროექტ AVRR ფარგლებში IOM ოფისებთან ერთად ხორციელდება . აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს არაერთმა...
პირველი მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ. გერმანიის საელჩო თბილისში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც კვალიფიციურ პერსონალს პროცედურის დაწყება უკვე შეუძლია. გერმანიის საელჩოს მონაცემებით, გერმანიაში მუშაობის დასაწყებად ვიზა დაგჭირდებათ, რისთვისაც თბილისში გერმანიის საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს უნდა მიმართოთ. დროებითი ბინადრობის მისაღებად გერმანიის შრომის...
როგორც  საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორული პოლიტიკის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხების დაბალი ათვისების საკითხით დაინტერესდა. მას შემდგომ რაც საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს, სადაც  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის...
საქართველოს მოქალაქეები თურქეთში თხილის ან ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ ჩასვლას სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ შეძლებენ. როგორც თურქული მედია იტყობინება, ნებართვის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს გამონაკლისის სახით, 90 დღის გამავლობაში შეეძლებათ თურქეთის ტერიტორიაზე მუშაობა. „საქართველოს მოქალაქეებმა სამსუნში. ორდუში, გირესუნში, ტრაპზონში, რიზესა და ართვინში ჩაის ან თხილის პლანტაციებში სპეციალური ნებართვის მიღება დასჭირდებათ. პირველ ეტაპზე სავალდებულოა ინტერნეტში სააპლიკაციო ანკეტის შევსება....
 იმედის კვირის რეპორტაჟის თანახმად  იმერული ყველის და მეგრული სულგუნის საბერძნეთის ბაზარზე გატანა, ქართველ ფერმერებს ემიგრაციაში წასულმა ბებიამ და შვილიშვილმა დაასწრეს. ირინა როსტიაშვილისა და ფოთოლა ორველაშვილის წარმატებული ბიზნესის ისტორია სამი წლის წინ, ერთი ძროხით დაიწყო. ამჟამად ქართულ - ბერძნულ საოჯახო ფერმაში, ჰოლანდიიდან და გერმანიიდან ჩამოყვანილი ძროხების რძით, ყველს ქართული ტექნოლოგიით ამზადებენ. ისომაში...
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით მის მიერ თბილისში ვიზიტად მყოფ, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის საკითხი დააყენა.დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა რომ მის მიე: ,,დაყენებული კონკრტული თხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება და აქაც...
ევრონიუსის მიერ გავრცელებული კვლევის ანალიზის ანგარიშის მიხედვით, საბერძნეთი თავშესაფარს ყველაზე მეტად ავღანელებს აძლევს , ხოლო ყველაზე ნაკლებად ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს მოქალაქეებს უდასტურებს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსზე დადებით პასუხს. ზოგადი სურათის მიხედვით 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებში შესული თავშესაფრის მოთხოვნათა განაცხადების სრული რაოდენობის...
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით, მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის თანახმად: შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური საქმიანობის უფლების გაცემის მექანიზმი; შემუშავდება აღნიშნული სამუშაო...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინიციატივით კანონის ის ნაწილი, რომელიც  საზღვარგარეთ თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება, მთლიანად ამოღებული იქნება და მეორე მოსმენაზე გადამუშავებული ვერსია წარდგება. „რაც შეეხება სისხლის სამართლის ნაწილს, ეს ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეეხებათ. შესაბამისად, ჩანაწერი, რომელმაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები გამოიწვია და საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება,...
სტატისტიკის ფედერალური ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს გერმანიის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეების რეკორდულ რაოდენობას, 920 ადამიანს მიენიჭა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ნატურალიზაცია საქართველოს მოქალაქე 325 მამაკაცს და 600 ქალს მიენიჭა. ასაკობრივი განაწილებით ყველაზე მეტი - 240 ადამიანი 30-დან 35 წლამდეა, 135 ადამიანი კი 18...