ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები პირველად შეუდგნენ მუშაობას ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში. 22 მაისიდან „ფრონტექსის“ მესაზღვრეები ალბანეთ-საბერძნეთის საზღვარზე გამოჩნდნენ. მოგვიანებით ევროკავშირის სასაზღვრო სამსახური მუშაობას ბალკანეთის მარშრუტის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.
როგორც მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრომოპულოსმა განაცხადა, ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურმა უფრო მჭიდროდ უნდა დააკავშიროს ბალკანეთის რეგიონი ევროკავშირთან. მისივე თქმით, ეს ისტორიული ნაბიჯია მიგრაციის...
იტალიაში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ბარის ასოციაცია A.I.S. -ს პრეზიდენტი ქ-ნი ნინა რურუა განცხადებას ავრცელებს: ,, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო დოკუმენტს.
საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ხდება მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის (მგზავრობისთვის) უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი და...
ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 46 წლის სოციალისტი, ევროფილი პოლიტიკოსი პედრო სანჩესია. ის ესპანეთის მოსახლეობას ახალი ეპოქის დაწყებას ჰპირდება. მაშინ, როცა იტალიის ახალი მთავრობა ღიად ევროსკეპტიკურია, ხოლო გაერთიანებული სამეფო ბრექსიტის სისრულეში მოყვანის პროცესშია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრად მემარცხენე-ცენტრისტ პედრო სანჩესს ირჩევენ – 46 წლის ევროფილ პოლიტიკოსს, რომელიც ესპანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერია. სანჩესი პირველი პრემიერია ევროპაში, რომლის მინისტრთა კაბინეტში 11 ქალია და 6 კაცი. ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი
https://www.youtube.com/watch?time_continue=89&v=oDUMQXfifyU
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მმართველობამ მიგრანტებს ესპანეთის საზღვრების კარი ფართოდ გაუხსნა. სოციალისტი პრემიერის ხელისუფლების პირობებში ესპანეთში მხოლოდ არალეგალურად 350 000 მდე მიგრანტი შევიდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კეთილდღეობის სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, რომელსაც მისი თქმით მისი მთავრობა აშენებს ქვეყანას ყოველწლიურად სჭირდება დაახლოებით 250 000 შრომითი ემიგრანტი....
13 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე, სხვა ქვეყნების ელჩებთან ერთად, ოფიციალური მიწვევით ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკის მეცხრე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას.
საბერძნეთის რესპუბლიკის რიგით მეცხრე პრეზიდენტის, კონსტანტინოს ტასულასის ინაუგურაცია გაიმართა პარლამენტის შენობაში, რომელსაც მთავრობის მაღალჩინოსნები, პარლამენტის წევრები,...
ქაბულში, გერმანიიდან ერთი კვირის წინ დეპორტირებულმა 23 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გარდაცვლილი ერთ-ერთი იყო ავღანეთის 69 მოქალაქეს შორის, რომლებიც გერმანიის ხელისუფლებამ სამშობლოში დააბრუნა. ის გერმანიაში რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
ავღანელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა.
ავღანელების დეპორტირების გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების...
იტალიის შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ შს სამინისტროს ოფიციალური ანკეტებიდან „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები ამოიღო და „მამით“ და „დედით“ შეცვალა. ამის შესახებ მატეო სალვინიმ გამოცემა La Nuova Bussola Quotidiana-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„გასულ კვირას მითხრეს, რომ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებულ ანკეტებში, რომლის შევსება საჭიროა ელექტრონული...
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ გაერთიანების წევრი სახელმწიფოები არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად სწორ გზას ირჩევენ.
ბრიუსელში საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით არაფორმალურ სამიტში მონაწილეობა გაერთიანების 16 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს. შეხვედრაზე საიმიგრაციო კრიზისის დასაძლევად იტალიის პრემიერ-მინისტრმა კოლეგებს ახალი გეგმაც წარუდგინა, რომელიც სატრანზიტო ქვეყნებში მიგრანტებისთვის ცენტრების შექმნას ითვალისწინებს.
ამასთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ...
იტალიას მეტი მუშაობა და ნაკლები კორუფცია სჭირდება – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ევროკავშირის მიმართ ბრალდებების ნაცვლად, იტალიელებმა სამხრეთის ღარიბ რეგიონებში ვითარების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნონ.
„ძალიან მიყვარს იტალია, მაგრამ ვეღარ მივიღებ ბრალდებას, რომ იტალიის სამხრეთში არსებული მდგომარეობა ევროკავშირის არასაკმარისი დახმარების ბრალია. იტალიელებმა ღარიბ რეგიონებს უნდა მიხედონ,...
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის დინამიკა შემცირებულია, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელი რჩება, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. გარდა ამისა, მიგრაციისა და უსაფრთხოების თემებზე სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმაციმსჯელეს: „ეს ის საკითხია, რაზეც თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი...
































